fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ე.წ.„შავი სოკო“ – რას ნიშნავს დაავადება მუკორმიკოზი, რომელიც ინდოეთში გავრცელდა

01:17 მაისი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
3.2k
ნახვა

ინდოეთში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ და გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ პაციენტებში, მუკორმიკოზის, ე.წ.„შავი სოკოს“ შემთხვევები ფიქსირდება.

კერძოდ, მუმბაიში მოღვაწე თვალის ქირურგი, აქშაი ნაირი ამბობს, რომ მან ოპერაცია ჩაუტარა 25 წლი დიაბეტის მქონე ქალს, რომელიც კოვიდისგან 3 კვირის წინ გამოჯანმრთელდა და რომელსაც მუკორმიკოზი განუვითარდა.

ოპერაცია 3 საათს გრძელდებოდა.

„თვალის ამოღება მომიწია, რათა მისი სიცოცხლე მეხსნა. სამწუხაროდ, ეს დაავადება ასეთია“,- ამბობს ნაირი.

|რა არის მუკორმიკოზი?

მუკორმიკოზი საკმაოდ იშვიათი  სოკოვანი დაავადებაა, რო­მე­ლიც და­ბა­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში იჩენს თავს. მუკორმიკოზს ობის სოკოები იწვევენ, რომლებიც ნიადაგში, მცენარეებში, სასუქში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ინფექცია თვალებს, ყურსა და ზოგჯერ ადამიანს ტვინსაც აზიანებს. სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შეხ­ვდე­ბათ დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს, ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვი­ან.

პაციენტებს, რომლებსაც მუკორმიკოზი აქვთ, შემდეგი სიმტომები აღენიშნებათ: ცხვირიდან სისხლდება, თვალების შეშუპება და ტკივილი, დაწეული ქუთუთოები, მხედველობის გაუარესება და შემდეგ დაკარგვა.

ასევე, მათ, შესაძლოა, ცხვირის გარშემო შავი ლაქები გაუჩნდეთ.

ექიმები ამბობენ, რომ პაციენტების უმრავლესობა მათთან ძალიან გვიან მიდის მაშინ, როდესაც მხედველობა უკვე დაკარგული აქვთ. შესაბამისად, იმისთვის, რომ ინფექციამ თავის ტვინამდე არ მიაღწიოს, მათ პაციენტებისთვის თვალის ამოკვეთა უწევთ.

|რას ამბობენ ექიმები – რამ გამოიწვია მუკორმიკოზის შემთხვევები

ექიმები ფიქრობენ, რომ მუკორმიკოზის შემთხვევები, შესაძლოა, სტეროიდული მედიკამენტების მოხმარებით იყოს გამოწვეული, რომელსაც მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ. მათივე თქმით, მართალია სტეროიდული მედიკამენტები კოვიდის დროს ფილტვებში ანთებით პროცესსა და ზიანს ამცირებენ,  მაგრამ ისინი ასევე ასუსტებენ იმუნიტეტს და სისხლში შაქრის დონეს ზრდიან.

სწორედ ამიტომ, ექიმები ვარაუდობენ, რომ პაციენტებში მუკორმიკოზის შემთხვევები, შესაძლოა, იმუნიტეტის დაქვეითებამ გამოიწვია.

ექიმი ნაირის განცხადებით, რომელიც მუმბაის სამ საავადმყოფოში მუშაობს, აპრილის თვეში ამ დაავადებით 40 პაციენტი აღწერა. უმეტესობას დიაბეტი ჰქონდა და ისინი კორონავირუსისგან სახლის პირობებში გამოჯანმრთელდენ. 11 მათგანმა კი აღნიშნული ინფექციის გამო, თვალი დაკარგა.

დე­კემ­ბრი­დან თე­ბერ­ვლამ­დე პე­რი­ოდ­ში, ინ­დო­ე­თის 5 ქა­ლაქ­ში, მუ­კორ­მი­კო­ზის 58 შემ­თხვე­ვა გამოვლინდა. მათ უმრავლესობას ინფექცია გამოჯანმრთელებიდან 12-15 დღის შუალედში განუვითარდა.

ექიმი ნაირის თქმით, ბოლო 2 ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­კორ­მი­კო­ზის 10-ზე მეტი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

„ეს წელი რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია“, – ამბობს ის.

|რა გამოსავალი არსებობს

სოკოს საწინააღმდეგო ინტრავენური ინექციის ერთი დოზის ღირებულება 3,500 რუპიაა (48 დოლარი). მისი მიღება 8 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მოხდეს. ეს დაავადების საწინააღმდეგოდ ერთადერთი ეფექტური საშუალებაა.

მუმბაიში მოღვაძე დიაბეტოლოგის, რაჰულ ბაქსის განცხადებით, მუკორმიკოზის თავიდან არიდების ერთ-ერთი გზა კოვიდ პაციენტების მკურნალობისა და გამოჯანმრთელების შემდეგ სტეროიდული მედიკამენტების დოზისა და ხანგძლივობის კონტროლია.

„ექიმებმა პაციენტების სისხლში შაქრის რაოდენობა უნდა აკონტროლონ“,- აცხადებს ბაქსი.

მისი თქმით, გასულ წელს 800 დიაბეტის მქონე კოვიდ პაციენტს უმკურნალა, თუმცა სოკოვანი ინფექცია არცერთ მათგანს არ განვითარებია.

ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ მუკორმიკოზის შემთხვევების დიდი აფეთქება არ ფიქსირდება.

ჯერჯერობით დაზუსტებით იმის თქმა რა იწვევს მუკორმიკოზის შემთხვევებს, რთულია.

„უცნაურია, რომ სოკოვანი ინფექცია ბევრ ახალგაზრდას აღენიშნება“,- ამბობს ექიმი ჰეგდე.

ჰეგდეს თქმით, გასულ თვეს მუკორმიკოზი მის 27 წლის პაციენტს გამოუვლინდა, რომელსაც დიაბეტი არ ჰქონდა.

„კორონავირუსით ინფიცირების მეორე კვირას მისთვის თვალის ამოკვეთა მოგვიწია. ეს საშინელებაა“,- ამბობს ჰეგდე.

 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

თეგები: ინდოეთიკორონავირუსის პანდემიამუკორმიკოზი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იანვარი 3, 2022
858
მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს

იანვარი 3, 2022
883
მსოფლიო

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
874

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია