ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ებრაულ-არაბულ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქ ლოდში არაბთა ჯგუფები მაღაზიებს არბევენ და მანქანებს წვავენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ებრაულ-არაბულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.











