fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ედიშერ გვენეტაძე: პრემიერმა ცალსახად განაცხადა, რომ მის გუნდს განსაზღვრული აქვს საქართველოს გადაქცევა აღმოსავლეთის ლუქსემბურგად

13:47 ნოემბერი 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
818
ნახვა

პრემიერმა ცალსახად განაცხადა, რომ მის გუნდს განსაზღვრული აქვს საქართველოს გადაქცევა აღმოსავლეთის ლუქსემბურგად, რაც ვფიქრობ, მიზანმიმართული და მუხლჩაუხრელად მუშაობის შედეგად სავსებით შესაძლებელია, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს.

როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, პრემიერის გუშინდელ ინტერვიუში ქვეყნის განვითარების თვისობრივად ახალი მიდგომები გაჟღერდა.

„პრემიერმა ცალსახად განაცხადა, რომ მის გუნდს განსაზღვრული აქვს საქართველოს გადაქცევა აღმოსავლეთის ლუქსემბურგად, რაც ვფიქრობ, მიზანმიმართული და მუხლჩაუხრელად მუშაობის შედეგად სავსებით შესაძლებელია. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობა აპირებს რეალური ცვლილებების გატარებას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში და მათ შორის უმნიშვნელოვანესი იქნება სოციალური დახმარებებისადმი მიდგომაში ძირეული ცვლილებები და ადამიანების უზრუნველყოფა სამუშაო ადგილებით.

ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია ონლაინკაზინოებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებამ. ეტყობა, ეს ბატონები გასაგები მიზეზების გამო (ეტყობა, წილები აქვთ ონლაინკაზინოებში) ძალიან შეწუხდნენ, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ აქ საქმე ეხება მომავალ თაობას და სწორედ იმ სოციალურად გაჭირვებულებს, რომლებითაც ასე მანიპულირებენ თავად საკუთარი ქმედებებით პოლიტიკურ გვამებად ქცეულნი პატივცემული ოპოზიციონერები.

ირაკლი ღარიბაშვილი თითქმის ყველა სფეროს შეეხო, მაგრამ მათგან გამოვყოფდი გონიოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას და აგრეთვე იქ ქალაქის გაშენებას, სადაც იქნება სხვა ბიზნეს-სტრუქტურებთან ერთად განთავსებული სათამაშო ბიზნესი. ეს ინიციატივა ძალიან ჭკვიანური და შორეულ მომავალზე არის გათვლილი. სახელდობრ იმით, რომ ამით მოხდება ინვესტიციების და სხვადასხვა სახის ფინანსების შემოდინება, რაც გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას საქართველოში.

ამიტომაც, სწორედ ახლა კიდევ ერთი შანსი მიეცა ოპოზიციას თუ როგორ ჯანსაღ და ქვეყნის განვითარებაზე მიმართულ ოპონირებას გაუწევს ის ხელისუფლებას ან კიდევ ისევ ჯაჭვ-ბოქლომებით შეიარაღებულნი ირბენენ ქუჩებში რევოლუციური იდეებით ვადამდელი არჩევნებისა და იმ უკვე ჭკუაზე ვერმყოფის ციხიდან გამოშვების უაზრო მოთხოვნებით.

პრემიერის გუშინდელი გამოსვლიდან მკაფიოდ გამოიკვეთა უმთავრესი რამ! ქვეყანა უნდა განვითარდეს თანადროულ მოთხოვნათა შესაბამისად და ნებისმიერი პირის მიმართ სამართალი უნდა აღსრულდეს ისე, როგორც ეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს შეესაბამება“, – წერს გვენეტაძე facebook-ზე.

თეგები: ედიშერ გვენეტაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სააკაშვილმა დღეს თავის პირით ჩაუშვა ყოფილი მეუღლე სანდრა და აღიარა მასთან ერთად ჩადენილი დანაშაული – ედიშერ გვენეტაძე

დეკემბერი 2, 2021
767
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე – თავად არიან ამ სიყალბით სავსე ჩანაწერთა შამქმნელები- გათახსირებულ-გამამაძაღლებულნი, ასეთივედ სურთ აქციონ საზოგადოება

სექტემბერი 5, 2021
768

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია