ეგზიტპოლის მონაცემებით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია – „ნურ ოთანი“ ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ეგზიტპოლის მიხედვით, პარტია „ნურ ოთანმა“ ხმების 72% მიიღო, პარტია „აკ ჟოლმა” – 10.18 %, „ყაზახეთის სახალხო პარტიას” ამომრჩეველთა 9.03 %-მა დაუჭირა მხარი, პარტია „აუილს“- 5.75%-მა, პარტია „ადალს“ კი- 3. 07%-მა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყაზახეთის პარლამენტში სამი პარტია შევა.
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები კვირას, საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა.











