მე პირადად ვაპირებ ამ არჩევნებში ისეთი სია წარმოვადგინო, სადაც ყოველი სამიდან ერთი განსხვავებული სქესი, კაცი იქნება და მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი. სხვა პარტიებისთვის მინდა იყოს ეს სავალდებულო, როცა „ავიწყდებათ“ ქალი კანდიდატები, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით აცხადებს.
„ვინც ამ ტერმინებს ვიყენებთ და განმარტებებს ვაკეთებთ, იქნებ სწორად იყოს განმარტებული. იქ, სავალდებულო კვოტირებაზე არ წერია, რომ განსხვავებულ სქესში მხოლოდ ქალი იგულისხმება. ქალთა სიას თუ წარმოადგენს რომელიმე პარტია მაგალითად და ყველა ქალი იქნება, იქ განსხვავებული სქესი ანუ უნდა იყოს კაცი, კაციც უნდა ეწეროს. თანაბრობაზე და თანასწორობაზეა ხაზგასმა აქ. ამიტომ ძალიან ღირებულია ეს და შეურაცხმყოფელი ისაა, რომ საარჩევნო სიის შედგენის დროს ყველა პარტიას იშვიათი გამონაკლისის, მაგალითად ამ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ავიწყდებათ ქალი კანდიდატები.
მე პირადად, ვაპირებ ამ არჩევნებში ისეთი სია წარმოვადგინო, სადაც ყოველი სამიდან ერთი განსხვავებული სქესი იქნება და მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი. სხვა პარტიებისთვის მინდა იყოს ეს სავალდებულო, როცა „ავიწყდებათ“ ქალი კანდიდატები, არა კი არ ავიწყდებათ, ძალიან კარგად ახსოვთ, მაგრამ იმდენად ბევრი ხელოვნური ბარიერია, შედეგად კი მივიღებთ 2028 წლამდეც ქალების დაბალი მაჩვენებლით პარლამენტს“, – ამბობს ბესელია.











