სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს 2-დან 3 საათამდე დაყოვნება აქვთ, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს 2-დან 3 საათამდე დაყოვნება აქვთ, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია, ვინაიდან ჩვეულებრივი ვირუსის დროსაც კი ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს საგანგაშო კომპონენტს არ წარმოადგენს, რადგან ვირუსით დაინფიცირებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც 20 წუთში ბრიგადის ადგილზე მისვლა ესაჭიროება. ეს არის გეგმური პროცესი.
ამ პერიოდში ჩვენი ექიმები აღჭურვილობის გამოცვლას საჭიროებენ და მუშაობენ სრული დატვირთვით, აქედან გამომდინარე, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არაკორექტულია“, – განაცხადა ტიკარაძემ.











