საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჯკანდაცვის მინისტრს მისი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მადლობა სამედიცინო პერსონალსაც გადაუხადა.
„გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას გვიჩვენებს, რომ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესია. ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც თავის უწყებას ეფექტურად უძღვება, სრული მხარდაჭერა ექნება. ასევე, პრევენციული მედიცინის სისტემის გაძლიერება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა ვაქცინაციაა და მინდა ჩვენს ღირსეულ სამედიცინო პერსონალს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.











