„გლობალურ ეკონომიკას კორონავირუსის პანდემიის გამო მიყენებული კრიზისგან გამოსასვლელად 5 წელი დასჭირდება“,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ეკონომისტმა, კარმენ რეინჰარტმა განაცხადა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„როდესაც კარანტინთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა შესუსტდება, სავარაუდოდ, სწრაფი აღმასვლა დაიწყება. მაგრამ ეკონომიკის სრულად აღდგენას 5 წელი დასჭირდება“,- განაცხადა რეინჰარტმა.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად, სიღარიბის გლობალური მაჩვენებელი გაიზრდება.











