ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს.
„რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ პირველი გაჯანსაღების ნიშნები უკვე სახეზეა და ამითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. მაგალითად, თვიდან თვემდე ეკონომიკური კლების ტემპი მცირდება, მართალია საქართველოს ეკონომიკა წელს კლებადი იქნება, მაგრამ კლების ტემპი იქნება -4%,-5%. საშუალო ევროპული მოსალოდნელი კლების ტემპი -10%-ია. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეკონომიკას, პირველ რიგში, ურტყამს არა შეზღუდვები, მით უფრო თუ შეზღუდვები დროულია, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, ამ წუთებში, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.











