საჯარო მოხელეების სახელფასო ფონდი 2 მილიონი ლარით შემცირდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში აქცენტი მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებაზე გაკეთდება.
„რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს, საკმაოდ შემცირებულია. კონკრეტულად ჩვენს სამინისტროში დაახლოებით 2 მილიონი ლარითაა შემცირებული. ესაა მომჭირნეობის წელი და აქედან გამომდინარე ყალიბდება ეს პრიორიტეტები“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.











