ამ წუთებში ცაგერში ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობას ხვდება. თუმცა, შეხვედრაზე არ არიან ის ადამიანები, რომლებიც უკვე 5 თვეა ღია ცის ქვეშ აპროტესტებდნენ გიგანტური ჰესების მშენებლობას.
„ყველა ვინც აქ ღამეს ათევს, რჩება ნამოხვანში. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვითხოვდით, რომ შეხვედრა საჯარო ყოფილიყო. თუ ასე იქნება, წავალთ ნებისმიერ შეხვედრაზე. დახურულ ფორმატში საუბარზე თანახმა არ ვართ”, – ამბობს ხეობის ერთ-ერთი მცხოვრები ანდრია გოლეთიანი.
რიონის ხეობაში ადგილობრივებთან შეხვედრის დავალება მინისტრებმა გუშინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღეს.
ავტორი:კესო მოლაშხია











