“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავა “ტვ პირველი” ეთერში განაცხადა, რომ როგორც კი პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი დაიხურება, ელჩები გაცილებით უფრო ფრთხილად იქნებიან და სხვანაირად შეხედავენ ყველაფერს.
“როგორც კი შესვლა არ შესვლის კომპონენტი დაიხურება , დამერწმუნეთ, რომ იგივე ელჩები თუ გააგრძელებენ ფასილიტაციას, გაცილებით უფრო ფხიზლად შეხედავენ. მათი შინაგანი ამოცანაც ახლა ეს იყო, რომ იქნებ რაღაცნაირად, გინდა ისე, გინდა ასე, გინდა ქიცით, გინდა ქიცმაცურით ოპოზიცია პარლამენტში შევიყვანოთ. დაინახეს, რომ ეს ხალხი, გინდა ქიცი იყო და გინდა ქიცმაცური, არ შედის”, – განაცხადა უგულავამ.











