„ტრიბუნას” ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ელჩებმა „ქართული ოცნების” არითმეტიკა გაიზიარეს, რადგან მათ ოპოზიცია არჩევნებში „გადალაულებად და არგადალახულებად” დაყვეს.
მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
„ახლა, ნელ-ნელა, უკვე ისინიც ათვითცნობიერებენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ თვლის 2020 წლის არჩევნებს ლეგიტიმურად, ხალხი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და პირიქით, ოპოზიციას მოუწოდებს შეურიგებელი იყოს.
ელჩის განცხადებაც, რომ “ხალხში დაიკარგა ნდობა არჩევნების მიმართ” ყველაზე შემაშფოთებელია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხში დაკარგა ნდობა დემოკრატიასთან მიმართებაში. დამოუკიდებელ ქვეყანაში შეეგუო იმას, რომ გიწევს ბრძოლა დემოკრატიის და დემოკრატიული არჩევნებიისთვის, წარმოუდგენელია!
მოკლედ, ჩვენი ქვეყნის მომავალი პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევქმნათ, რადგან ვერავინ მოვა და ვერავინ დაგილაგებს სიტუაციას. თუმცა, “ოცნებას” აუცილებლად მოუწევს აშშ ელჩის განცხადებაზე სერიოზული დაფიქრებაც, იმიტომ, რომ მათ გაითვალისწინეს ხალხის აზრი, ხალხში კი, ცვლილებების მოთხოვნაა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.











