fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ელჩებზე თავდასხმა რუსული პროპაგანდის გზავნილია – სალომე სამადაშვილი

22:08 დეკემბერი 13, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
5.1k
ნახვა

ელჩებზე თავდასხმა რუსული პროპაგანდის გზავნილია და ეს მიუღებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  სალომე სამადაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„სრულიად მიუღებელია თავდასხმა საელჩოებზე. ვხედავ, რომ სოციალურ ქსელებში კამპანიური სახე მიიღო საელჩოებზე და ელჩებზე თავდასხმამ. მინდა ამ ხალხს შევახსენო, რომ პარლამენტში შესვლისკენ ოპოზიციას მოუწოდებს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, მოუწოდებენ საუკეთესო მეგობრები, მაგალითად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბელის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბელიუსი და მოუწოდებს ფაქტობრივად, ყველა.

ამიტომ ამ ორ ფასილიტატორ ელჩს (კელი დეგნანი; კარლ ჰარცელი) ნუ ვაქცევთ, რომელიც ცდილობს რომ მოლაპარაკების პროცესს ხელი შეუწყოს, სამიზნედ. მათ ეს არ დაუმსახურებიათ, ისინი აკეთებენ იმას, რაც მათ შეუძლიათ და გვითხრეს, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევქმნათ სივრცე, სადაც მოხვალთ და ერთმანეთს დაელაპარაკებით, მაგრამ ჩვენ თქვენს ნაცვლად ვერ შევთანხმდებით. 

ამიტომ, როგორც ოპოზიცია ვერ გადააბარებს პასუხისმგებლობას ელჩებს თავის გადაწყვეტილებაზე, ასევე, ვერც მთავრობა ვერ გადააბარებს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ გადაწყვეტილებებზე სხვას. უნდა გვესმოდეს, რომ ეს პირველად არ ხდება – მსგავსი პროცესი მოხდა სერბეთში, სადაც იქაურმა ოპოზიციურმა პარტიებმა უკანასკნელ არჩევნებზე ბოიკოტი არჩევნებს გამოუცხადეს ბოიკოტი და მონაწილეობა არ მიიღეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის უშუალო მონაწილეობით თვეების მანძილზე მიდიოდა მოლაპარაკებები შეთანხმებისთვის. მსგავსი შემთხვევები, ძირითადად ბალკანეთის ქვეყნებში ხდება.

მოდით, მადლობა ვუთხრათ ყველას, ვინც ცდილობს ქვეყანაში ხელი შეუწყოს პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციას.

შეიძლება არასათანადოდ შეაფასო რისკები, შეიძლება პოლიტიკურ ანალიზში რაღაც შეცდომა მოგივიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ რუსული პროპაგანდის ნაწილები ავიღოთ, ერთ სიბრტყეში როცა აყენებ და საუბრობ რუსეთსაც არ უნდა თავისუფალი არჩევნები ქვეყანაში და ამერიკის საელჩოც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს ქვეყნაში, ეს რუსული პროპაგანდის გზავნილია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თეგები: სალომე სამადაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რაც ჩვენ ვნახეთ, არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ – სალომე სამადაშვილი

დეკემბერი 30, 2021
779
პოლიტიკა

მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, არც ის გაგვიკვირდება, კალმები აეცალა მწერლებისგან, რატომ ერჩით “ლიტერას”? – სამადაშვილი წულუკიანს

დეკემბერი 3, 2021
808
პოლიტიკა

მომეჩვენა, რომ შარლ მიშელს აქვს განცდა, რომ არსებობს სივრცე ვითარების შესაცვლელად, სწორედ ამიტომ იყო თავშეკავებული – სამადაშვილი

ივლისი 30, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია