„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიას შიმშილობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილია.
„ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი. მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, მაგრამ მას კაცობის არაფერი სცხია და ეს დაამტკიცა 9 წლის განმავლობაში მას ეკისრება თავიდან ბოლომდე ამაზე პასუხისმგებლობა და მოვუწოდებ რომ ეს გააცნობიეროს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთის, ელენე ხოშტარია პარლამენტში უკვე 17-ე დღეა შიმშილობს. მან დღეს მედიკამენტების მიღებაზეც უარი თქვა. როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, იგი იქამდე იშიმშილებს, სანამ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი.











