თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიტიკური პარტიის “დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.
საქმე ეხება 11 ივლისის მოვლენებს, როდესაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა,ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისა და პროტესტის ნიშნად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის სასამართლო პროცესზე დასწრებას არ აპირებს.











