სხვადასხვა სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
“თელასის” ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 00:00 საათიდან 00:50 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას.
მათივე ცნობით, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, აღმაშენებლის ხეივნის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
ამასთან, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.










