ქსელში გადართვების გამო, 27 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ზუბალაშვილების, აბაკელიას, ჩიტაძის, 9 აპრილის, ზიჩის, ჟორდანიას და გრიბოედოვის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.










