სხვადასხვა სამუშაოს გამო, 8 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უჩანეიშვილის ქუჩის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, ჩაქვის, ლიკანის, ნიკო მარის, წიკლაურის, ჯანელიძის, სააკაძის, ხევსურეთის, სვანეთის, მელქისედეკ პირველის, ურიდიას, კამალოვის, ქართლელიშვილის, გულრიფშის, კურნატოვის, თამარაშვილის, კავთისხევის, დეპოს, საჭილაოს, გომბორის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საყვირის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, ჩაქვის, ლიკანის, ნიკო მარის, წიკლაურის, ჯანელიძის, სააკაძის, ხევსურეთის, სვანეთის და მელქისედეკ პირველის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.










