ელისო ბოლქვაძე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ცნობისთვის, კულტურის სფერო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში შედიოდა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბება გადაწყვიტა.











