„ჯერჯერობით, 15 მაისის აქცია არ გადადებულა და ძალაშია. ჩვენ არ გვქონია კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს და შევიდნენ პარლამენტში. უახლოეს პერიოდში გავმართავთ მათთან შეხვედრას, რომელიც იქნება დაკავშირებული სწორედ ამ საკითხთან – იქნებიან თუ არა ისინი კვლავ აქტიურად ჩართული საორგანიზაციო საკითხებში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“მე მესმის მათი დამოკიდებულება, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მიაჩნდათ კრიზისის განმუხტვის კუთხით მნიშვნელოვნად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება. წარმოუდგენელია თავმჯდომარის ციხეში ყოფნის პირობებში პარტიამ რაიმე გადაწყვეტილებაზე იმსჯელოს. ამიტომ შევხედოთ, 15 მაისის აქცია არ გადადებულა, შეიძლება ფორმა შეეცვალოს, სახელი ან სხვა, თუმცა სხვა პარტიებთან ჯერჯერობით კონსულტაციები არ გაგვიმართავს”, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.









