„ქართული ოცნება“ თუ არ წავა ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს ვაპირებთ დიდ აქციას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„თუ „ქართული ოცნება“ არ წავა რაიმე კონკრეტული წინადადებით ვადამდელ არჩევნებთან და პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების, ნიკა მელიას საკითხით, მაშინ 20 მარტს ვაპირებთ დიდ აქციას და ეს იქნება პასუხი საქართველოს მოქალაქეების ხელისუფლებისადმი, რომელიც არის თავგასული კრიმინალური აქტის დამგეგმავი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.











