მარნეულში „ ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პარტიის წევრებმა და მომხრეებმა აქცია გამართეს, ადგილზე იმყოფებოდნენ ნიკა მელია, დავით კირკიტაძე, რომან გიცირიძე და სხვა ლიდერები.
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვი აქციის მიზეზად 29 სექტემბერ მომხდარ დაპირისპირებას ასახელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორი დამნაშავე გიორგი შუბითიძე და გიგა ჯალაღონიაა დაკავებულია, ეს საკმარისი არ არის, უნდა დააკავონ ყველა ვინც ამ თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას, თუ არ იქნება ეს შესრულებული დროულად, ჩვენ უფრო ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ,“ – ამბობს აზერ სულეიმანოვი.
შეგახსენებთ რომ მარნეულში ,29 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნებისა“ და „ენმ“აქტივისტებს შორის ,სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
გამოძიება შსს დაწყებულია 126-ე ძალადობისა და 154-ე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით.
ავტორი: მარიამ ქველაძე











