“პრეზიდენტის განცხადება არის ყოველგვარ იმ მორალურ ზღვარს გადაცილებული, რომელსაც ჩვენ აქამდე შეჩვეული ვართ, რაც ნიშნავს ტყვეებით, ადამიანებით ვაჭრობას”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„საღამოს, პარტიის პოლიტსაბჭოს შეკრების შემდეგ, გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოვაცხადებთ, მაგრამ მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელს, გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა და ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა.









