ლატვიური ავიაკომპანია AirBaltic-მა ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც ათენიდან ვილნიუსში მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკში იძულებით დაეშვა.
ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიის Twitter-ის გვერდზეა განთავსებული.
„airBaltic-მა გადაწყვიტა ბელარუსის საჰაერო სივრცე აღარ გამოიყენოს მანამდე, სანამ სიტუაცია უფრო ნათელი ან გახდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. მგზავრების უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიოტიტეტია“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ვიცით 26 წლის ჟურნალისტზე, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა თვითფრინავიდან გაიტაცა – მიმოხილვა
airBaltic on flights over Belarus’ airspace: pic.twitter.com/Ncd3CAABQt
— airBaltic (@airBaltic) May 24, 2021











