„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალ ან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებასთნ” კომპრომისზე არ წავლიან.
„ეს საკოორდინაციო შეხვედრა არის კიდევ ერთხელ იმის დაფიქსირება, რომ ჩვენი პოზიცია ახალ ან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არ იცვლება და ამასთან დაკავშირებით ჩვენ კომპრომისი არ გვექნება, ეს არის საქართველოს მოქალაქეების ნება. რაც შეეხება შეთავაზებულ წინადადადებებს, ეს წინადადაბები ითვალისწინებს მნიშვნელოვან მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისგან, ვისაც არჩევნები გაუყალბეს. ამ წინადადებებში არ იცვლება მთავარი მოთხოვნები, როგორიც არის რიგგარეშე ან ახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრირება და გამჭვირვალედ დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“,- განაცხადა დეკანოიძემ.









