“ამნისტიის კანონპროექტი არის ძალიან მძიმე მცდელობა „ქართული ოცნების” მხრიდან, რომ გადაათეთროს და გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია “,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„კანონპროექტი, რომელიც გამოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ იყო წინააღმდეგობრივი ზოგადად იმ პარტიული შეთანხმების, რომელსაც ჩვენ არ შევუერთდით, მაგრამ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამნისტიის კანონპროექტი არის ძალიან მძიმე მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ გადაათეთროს და გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია,”- განაცხადა დეკანოიძემ.









