ამსტერდამში შემზღუდველი ზომების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა. ამის შსახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ქვებს და ფოიერვერკებს ისროდნენ, რის შემდეგ სამართალდამცველებმა 100-მდე ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო აქციის ორგანიზებაში რესტორნების მფლობელებიც მონაწილეობდნენ. საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ ეინდჰოვენშიც, სადაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.











