მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე გარემოვაჭრეებთან მივიდა და მათგან ყვავილები შეიძინა.
დოლიძემ ყვავილები მთავრობის ადმინისტრაციასთან მიიტანა. მისი თქმით, ხელისუფლება ჯარიმებით მშრომელ ხალხს ებრძვის.
“ხელისუფლებამ შეტევა მიიტანა მშრომელ ხალხზე. მათი ხელით გაკეთებული თაიგული მოვიტანე გახარიასთის. კუნთებზე ყურებით, ჯაშუშობით, ჯარიმებით და რეპრესიებით მიიღებენ ერთ რამეს – ამ თაიგულს დაიდგამენ თავზე”, – თქვა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო გარე გაყიდვები დროებით აკრძალულია. ყვავილების გამყიდველები კი შეზღუდვებს არ ემორჩილებიან და მუშაობის უფლებას ითხოვენ.
ყვავილების გამყიდველებმა პანდემიის გამო დაწესებული შეღუდვები გააპროტესტეს











