იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის მოვალეობაა, რომ პირთა უფლებების სწორ და სრულად რეალიზებაზე კონტროლი განახორციელოს.
ამასთან, ოხანაშვილი ნინო ლომჯარიას მიმართავს, იმ შემთხვევაში, თუ ინტერესი აქვს, რომ ყველა პირის უფლება დაცული იყოს, სასამართლო პროცესს კონტროლი გაუწიოს.
„ომბუდსმენის პირდაპირი მოვალეობაა, განახორციელოს კონტროლი პირთა უფლებების სწორ და სრულად რეალიზებაზე. ნინო ლომჯარიას ვთხოვ, გაუწიოს კონტროლი სასამართლო პროცესს. თუ ინტერესი აქვს, რომ ყველა პირის უფლება დაცული იყოს, პროცესს კონტროლი გაუწიოს, რაც მისი მოვალეობაა. მას ეს შეუძლია. რაც შეეხება პარლამენტისთვის მოწოდებას, ეს მისი არჩევანია, თუმცა ჩვენ ვალდებულება არ გვაქვს და იმის კომპეტენცია, პარლამენტს უკარნახოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში“ , – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.










