აქციის მონაწილეები პარლამენტიდან “ქართული ოცნების” ოფისისკენ დაიძრნენ.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შსს-მ განაცხადა, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს.
“ქართული ოცნების” ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.















