აქციის მონაწილეებმა პარალმენტიდან კანცელარიასთან გადაინაცვლეს. კანცელარიასთან სეპცრაზმიც არის მობილიზებული.
აქცია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიწვია, რომელიც 5 ივლისს მოძალადე ჯგუფმა სასტიკად სცემა.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.











