“ბევრ ვარიანტს განვიხილავთ. ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი და რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ ეს თემა საერთოდ დაიხუროს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პანდემიის გამო არჩევნების გადადების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„ბევრ ვარიანტს განვიხილავთ. ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი და რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ ეს თემა საერთოდ დაიხუროს. თუმცა, აქ პირველ რიგში, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრის, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ადამიანის სიცოცხლე არაფრად ჩააგდონ. ამდენად, არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საქართველოს მოქალაქეები, აღნიშნულზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.









