აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატს, ლიბერტარიანთა პარტიიდან, ჯო ჯორგენსენს ღამურამ უკბინა. ამის შესახებ ინფორმაცია მან Twitter-ზე თავად გაავრცელა.
რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი, არ კონკრეტდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს მისი წინასაარჩევნო ტურის დასაწყისში იყო.
პოლიტიკოსი იძულებული გახდა გადაედო თავისი მიტინგი, ვინაიდან სწორედ იმ დროისთვის მას ანტირაბიულ ვაქცინას გაუკეთებენ.










