აშშ-ის თავდასხმით, რომლის შედეგადაც ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა, საერთაშორისო სამართალი დაირღვა. განცხადება გაეროს ექსპერტმა გააკეთა.
სასამართლოს გარეშე მკვლელობის საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, აგნეს კალამარდის ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ს, თავდასხმის გასამართლებლად, სიცოცხლისთვის სახიფათო გარდაუვალ საფრთხეზე, საკმარისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.
„გენერალ-მაიორი ყასემ სოლეიმანი პასუხისმგებელი იყო ირანის სტრატეგიაზე და ქმედებებზე სირიასა და ერაყში, მაგრამ სიცოცხლის გარდაუვალი საფრთხის არარსებობის გამო, აშშ-ის ქმედებების კურსი უკანონო იყო“, – განაცხადა აგნეს კალამარდმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსმა თქვა, რომ ტერორისტების მხარდაჭერით, ანგარიში ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს.











