fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აჭარაში 100-მე ოჯახი მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს

12:33 March 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
811
ნახვა

ამ წუთებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გონიოში მცხოვრები 100 -მდე ოჯახი წლების განმავლობაში მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, წინა ხელისუფლების დროს მათ ეს მიწის ნაკვეთები ჯერ დაუკანონეს, შემდეგ კი ჩამოართვეს.

მათივე განცხადებით, 2012 წლიდან “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ მუდმივად პირდებოდა მათ მიწის ნაკვეთების დაბრუნებას, თუმცა დღემდე უშედეგოდ ელოდებიან დანაპირების შესრულებას.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღიარების კომისიამ დაუბრუნა მათ ეს მიწის ნაკვეთები, თუმცა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აფერხებს ამ კანონიერების აღსრულებას. ქონდათ არაერთი შეხვედრა მინისტრთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს.

აქციის მონაწილეები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი სამინისტროს კიბეებზე განლაგდნენ და აცხადებენ, შენობის ბლოკირებას მოაწყობენ, არავის შეუშვებენ და აქ იქნებიან, სანამ მინისტრი არ შეხვდება მათ. პარალელურად კი გზის გადაკეტვას აანონსებენ.

„წლების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად მოსახლეობის ნაწილმა დაიბრუნა მიწები, ნაწილი კი დღემდე ველოდებით დანაპირების შესრულებას. როცა ხელისუფლება არ მოდის ხალხთან, ჩვენ მოვედით აქ. დაგვიკანონონ ჩვენი მიწის ნაკვეთები. ამ მიწას წლებია ვამუშავებთ და ჩვენია. ხომ უნდა გაგვცეს მინისტრმა პასუხი. გვეუბნებიან არ არის ადგილზეო. დაველოდებით აქ და არ წავალთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: აქცია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ 21 დეკემბერს აქციას გამართავს

December 13, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

„ნაცმოძრაობამ“ სტრატეგია შეცვალა? – რატომ აღარ იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები

December 3, 2021
890
საზოგადოება

სუს-თან აქცია „სუს-ტემა“ უნდა დაინგრეს იმართება

November 30, 2021
837

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია