გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ 21 ნოემბერს მათ მიერ დაანონსებული აქციები საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის დერეფნები, აღარ გაიმართება. როგორც ისინი აცხადებენ, ამის მიზეზი არის ის, რომ, მათი ინფორმაციით სუსი აპირებს ხვალინდელი აქციების დარბევას.
„გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ამ ე. წ. არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სუსი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასარბევად.
ზუსტად ვიცით, რომ პოლიციამ უნდა გაიწიოს და სუსის მიერ დაორგანიზებულმა კრიმინალურმა ჯგუფებმა ქალაქში უნდა მოაწყოს პროვოკაციები.
ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ძალიან მშვიდობიანი აქცია, რომელსაც ხვალ ვაპირებდით და ეს იქნებოდა უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში უბრალო ტრანსპარანტებით ხელში დგომა, ხოლო რამოდენიმე გამყალბებლისათვის სირცხვილის კორიდორის მოწყობა, აღარ გავაკეთოთ. იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში იყოს უსაფრთხოება. იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ხვალ ამ სისხლიან დაპირისპირებებში მონაწილეობა არ მიიღონ. რთული იყო ამ გადაწყვეტილების ჩვენთვის, მაგრამ მივიღეთ.
ძალადობა და პროვოკაციები არის „ქართული ოცნების“ ხელწერა. ჩვენ ივანიშვილს თავისი “ქართული ოცნებით” აუცილებლად ძალიან მშვიდობიანი აქციებით დავასრულებ“ – განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











