სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე.
სადაც აქციის მონაწილე სპოსტსმენთა ნაწილი მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაკავებულია აქციის ხუთი მონაწილე სპორტსმენი, ხოლო ერთი პოლიციელი შეუძლოდ გახდა და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიცია ხელახალი არჩევნების მოთხოვნით 24 საათიან რეჟიმში აქციას მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











