fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიცია აქციას მართავს

16:47 December 6, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“ ოპოზიციური ერთობის საპროტესტო აქცია 33-ე დღეა გრძელდება.

დღეს გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციას მართავს, რომელსაც თბილისიდან მხარდამჭერები შეუერთდნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელი აქცია ჩატარდება პანდემიის შესაბამისი რეგულაციების, სოციალური დისტანციის სრული დაცვით და სავალდებულო თერმოსკრინინგით.

აქციის თითოეულ მონაწილეს დაურიგდება პირბადე, ხოლო რისკჯგუფში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დისტანციურად გამოუცხადონ სოლიდარობა.

„არ არის გამარჯვება მარტივად მოსაპოვებელი. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

როცა გვართმევენ არჩევანის უფლებას, გვართმევენ თავისუფლებას. ადრე თუ გვიან ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის.

ხელისუფლება გვიცხადებს, არ გადაიხედება არჩევნების საკითხიო. გადაიხედება, აუცილებლად გადაიხედება, იმიტომ რომ, ეს არის ხალხის ნება. 52 პროცენტი ამ ქვეყნის მოსახლეობის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. აუცილებლად ჩატარდება ხელახალი არჩევნები.

ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ამ ნერვების ომში მორალური უპირატესობა ჩვენს მხარესაა. არ ჩამოვუშვათ ხელები, არ მივეცეთ უიმედობას და ყველაფერი გამოვა. მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა.

თუ უკან არ დაიხევს ხელისუფლება, ახალ წელსაც აქ შევხვდებით, გაზაფხულსაც და მანამ ვიქნებით აქ, სანამ ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება. მოვუწოდებ ხელისუფლებას, წამოვიდნენ კომპრომისზე. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ბრძოლა გამარჯვებით სრულდება, როცა მართალი ხარ.

თუ ასე მტკიცედ ვიდგებით ბოლომდე, თუ არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან, გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ. ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება“, – განაცხადა „ენმ-ის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მირდატ ქამადაძემ.

შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

თეგები: აქციააჭარა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ 21 დეკემბერს აქციას გამართავს

December 13, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

„ნაცმოძრაობამ“ სტრატეგია შეცვალა? – რატომ აღარ იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები

December 3, 2021
890
საზოგადოება

სუს-თან აქცია „სუს-ტემა“ უნდა დაინგრეს იმართება

November 30, 2021
837

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია