ბათუმში მოქალაქეებმა ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ბათუმელებმა ბელარუსის დროშის ფერების ლენტებით ერთ კილომეტრზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციას ბათუმში მცხოვრები უკრაინელი, ბელორუსი და სხვადასხვა ეროვნების ადამიანები შეუერთდნენ
„აქცია გამოხატავს მხარდაჭერას და სოლიდარობას თავისუფლებისათვის მებრძოლი ბელარუსი ხალხისადმი. ჩვენ გვაქვს გამოცდილება გაყალბებული არჩევნების. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ხალხს თავისუფლების და სამართლიანობისათვის ბრძოლაში. ჩვენ შევეცადეთ, რომ მათი დროშის ფერებში ყოფილიყო წარმოდგენილი ეს აქცია. ბევრი ბელორუსი, ჩვენს ქალაქში დროებით მცხოვრები, შემოუერთდა აქციას. ასევე უკრაინელებიც. ეს ის ადამიანებია, ვინც კარგად იცის ერთიანობის, სამართლიანობის ფასი და შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი აქციაც გამოიწვია სწორედ ამან. დაახლოებით, ჩვენი გათვლით 3000-მდე ადამიანი მონაწილეობს ამ ცოცხალ ჯაჭვში”- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ასმათ დიასამიძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











