ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია „ლელოსა“ და ალეკო ელისაშვილის პარტიის „მოქალაქეების“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა დატოვეს.
როგორც „ლელოს“ პრესსამსახურში აცხადებენ, კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
ხოლო „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, რომ აქცია იმის გამო დატოვეს, რომ ზეპარტიული შეთანხმება დაირღვა, რაც მდგომარეობდა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას და გაჩნდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მოთხოვნა, რაც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის,სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია 8 ნოემბრიდან მიმდინარეობს.











