ამ წუთებში ბათუმში თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მივიდნენ თეატრის შენობასთან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 31 ოქტომბრის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ” ტოტალურად გააყალბა და საკუთარი ხმების დასაცავად შეიკრიბნენ.
„ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ, არჩევანის უფლება წაგვართვეს, ხმები მოგვპარეს. გაჩერებას არ ვაპირებთ. ივანიშვილის ოცნება უნდა წავიდეს. რა აკრძალვებიც არ უნდა დაგვიწესონ, არ დავემორჩილებით. ხვალაც ვიქნებით აქ, ზეგაც და ყოველ დღე, ათი საათის შემდეგაც და მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს – წადი!”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











