ბერლინში დემონსტრაციებზე 45 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ Deutsce Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების უმეტესობა სოციალურ დისტანციას არ იცავდა, მათ არც პირბადეები ეკეთათ, ამიტომ სამართალდამცველებმა დემონსტრაციის დაშლა გადაწყვიტეს.
ცნობისთვის, ბერლინში გამართულ საპროტესტო აქციებში 20 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები გააპროტესტეს.











