გაერთიანებული ოპოზიცია დღეს, 9 ნოემბერს 18:00 საათზე კვლავ მასშტაბური აქციისთვის ემზადება. ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დღესაც გააპროტესტებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ბრძოლა არ შენელდება.
„ყველამ დავინახეთ, რომ ხელისუფლება, რეჟიმი არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის. ძალადობის გარდა, ის ვეღარაფერს აკეთებს და ვეღარც გააკეთებს, რადგან არის მოძალადე. ხვალ ეს ბრძოლა არ შენელდება და რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე ვიკრიბებით ერი“, – განაცხადა გუშინ ცესკოსთან გამართულ აქციაზე ნიკა მელიამ.











