დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო არენაზე სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
სომხეთთან შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია გამოტოვებენ.
დღევანდელი მატჩი დინამო არენაზე უმაყურებლოდ ჩატარდება. შეხვედრა საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.











