ერაყის საერთაშორისო აეროპორტთან სამი რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, რაკეტები აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან ბაზირებულები. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
18 აპრილს სარაკეტო თავდასხმა ერაყში, ბალადის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, სადაც ამერიკელი კონტრაქტორები იმყოფებიან. დაშავდა ორი ერაყელი სამხედრო.
აშშ-ის ხელისუფლება ერაყში აშშ-ის დაწესებულებებზე და სამხედრო ბაზებზე რეგულარულ სარაკეტო იერიშებში ირანის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებს ადანაშაულებს.










