ერაყში კოვიდსაავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-იავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, არასწორი გაყვანილობის შედეგად გაჩენილმა ნაპერწკლებმა ჟანგბადის ავზის აფეთქება გამოიწვია. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელებას საავადმყოფოს შენობის კონტსრუქციამაც შეუწყო ხელი, რომელიც სწრაფად აალებადი მასალით იყო აშენებული.
ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა ალ-კადიმის განცხადებით, დაკავებულები არიან ქალაქის ჯანდაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის მენეჯერები.











