საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში 27 ფეხბურთელს უხმო, მათ შორის არიან დებიუტანტებიც. ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი ორ ახალწვეულს ექნება. ესენი არაინ საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისის” 20 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია და თბილისის “საბურთალოს” მცველი ნიკა მალი.
ერთა ლიგის ახალი გათამაშების აღნიშნულ ორ შეხვედრას, ამერიკის საფეხბურთო ლიგის სან ხოსე ერთქვეიქსის ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოტოვებენ. მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინე რეგულაციებია. კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის მეორე შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, 8 სექტემბერს 20:00 საათზე შედგება.
უახლოესი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, სექტემბერში გასამართი შეხვედრები უმაყურებლოდ ჩატარდება.











