ამ წუთებში რუსთაველის გამზირიდან აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მონაწილეები პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და განსაკუთრებით კომენდანტის საათს აპროტესტებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება და კიდევ უფრო კრეატიული და ხალხმრავალი იქნება.
“აქციები კიდევ უფრო კრეატიული იქნება, კიდევ უფრო ხალხმრავალი და კიდევ უფრო ხმაურიანი. ჩვენ ფერადი თაობა ვართ, არ ვართ დესტრუქციულები, არ ვართ არაფრის დამმტვრევები და დამლეწავები, ერთადერთი რასაც ამ ქვეყანაში დავანგრევთ იქნება სისტემა, რომელიც არა და არ მოუეშვა ადამაინების მოკვლას, ამას დავანგრევთ მხოლოდ”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.











