ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე არგენტინელი ლეგენდის დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„ძალიან სამწუხაროა მეგობრის ასე დაკარგვა. ერთხელაც, ზეცაში ჩვენ ისევ ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს“, – განაცხადა „ფეხბურთის მეფემ“.
შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით, მოულოდნელად გარდაიცვალა.











